აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიებას ერთი წელი უსრულდება. რობერტ მალერი სპეცპროკურორის თანამდებობაზე ზუსტად ერთი წლის წინ დაინიშნა.
ამ ხნის განმავლობაში კომისიამ ბრალდებები 19 ადამიანს და სამ რუსულ კომპანიას წაუყენა. მათი ნაწილი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდება.
თუმცა, ამ დრომდე არ არის დადასტურებული ტრამპის გარემოცვასა და რუსეთის მთავრობას შორის ფარული თანამშრომლობის არსებობა.
რობერტ მალერი პირადად პრეზიდენტის გამოკითხვასაც აპირებს, მაგრამ მას ბრალდებებს არ წაუყენებს.
კომპრომატების მოგროვების შემთხვევაში სპეცპროკურორი მასალებს წარმომადგენელთა პალატას გადასცემს და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხსაც ის გადაწყვეტს.