20 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
უინძორში სამეფო ქორწილისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს

უინძორში სამეფო ქორწილისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერამდე ორი დღით ადრე ქალაქში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გაამკაცრეს.

სასახლესთან უკვე დაიწყეს შეკრება სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებმაც მთელი მსოფლიოდან. პოლიცია თითოეულ მათგანს სკანირებას უტარებს.

ვარაუდობენ, რომ 19 მაისს უინძორის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვა.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვარს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაიწერენ.

ამერიკელი მსახიობმა უკვე დაადასტურა, რომ ცერემონიას მამამისი არ დაესწრება. 

დღის ამბები