22 მაისი 2018,   17:40
ვრცლად
„ეს სულ ხდება... ჩვენი წარმომადგენლებიც სულ წარიგზავნებიან..."-მეუფე შიო რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოგზავნას ეხმაურება

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს. ის ამბობს, რომ საქართველოს მხრიდანაც ხშირად მიემგზავრებიან  ხოლმე საპატრიარქოს წარმომადგენლები რუსეთში და მათ შორის თავადაც ყოფილა.

„ეს სულ ხდება. ჩვენი წარმომადგენლებიც სულ წარიგზავნებიან. მათ შორის მეც მიმსახურია ცოტა ხანს. ეს არის მივლინებული სასულიერო პირი, მალე ჩამოვა,“-განაცხადა მეუფე შიომ.

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიასთან შეთანხმებულია. მოსკოვის დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს და აუცილებლობის შემთხვევაში დაევალება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები