19 აპრილი 2024,   23:09
ვრცლად
"ნარკოტიკის ლეგალიზაცია ყოვლად დაუშვებელია"-მეუფე შიო

ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საზეიმო -წირვა ლოცვა დასრულებულია. ეკლესიაში მყოფი მრევლი, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად, უკვე შეუერთდა მსვლელობას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

მეუფე შიომ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის მნიშვნელობის გარდა ისაუბრა ნარკოდამოკიდებულებასა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე. მისი თქმით დაუშვებელია ნარკოტიკების ლეგალიზაცია, რომელიც სწორედ ოჯახებს ანგრევს.

„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ იმ ადამიანების დახმარება, მკურნალობა ვინც არის დამოკიდებული. მაგრამ თვითონ ნარკოტიკი ეს არის დიდი ცოდვა, დიდი შხამი, დიდი ბოროტება. რა თქმა უნდა ამის ლეგალიზაცია, მითუმეტეს არის საუბარი ლეგალიზაციაზე ეს ყოვლად დაუშვებელია. იმიტომ, რომ პირველ რიგში ოჯახს ანგრევს,“-განაცხადა მეუფე შიომ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები