20 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები 5 თვიან დუმილს დაარღვევენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები დღეს ხუთ თვიან დუმილს დაარღვევენ. დღეს ერთ-ერთი ბრალდებული დაიკითხება. დაცვის მხარის მტკიცებით, მისი ჩვენება საქმეში არაერთ გარემოებას შეცვლის და გამოძიებისთვისაც საკვანძო იქნება.

ბრალდებული, რომელიც არასრუწლოვანია, სისხლიანი გარჩევის დეტალებს გაიხსენებს, მათ შორის, ვინ მონაწილეობდა უშუალოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ორ მოზარდს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

„ისაუბრებს სრულად იმ ახალ გარემოებებზე, რომელზეც გამოძიება გაგრძელდება და დადგინდება ძალიან ბევრი გარემოება, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, ასევე სხვა პირზე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა. მის მიერ მიცემული ჩვენებით დადგინდება ძალიან ბევრი რამ და გამოძიება გაგრძელდება, რომელიც გამოყოფილი აქვს პროკურატურას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება არ გახდება გამოძიების დაწყების საფუძველი, მაგრამ გამოყოფილ გამოძიებაში გაგრძელდება თუ ვინ ვის მიაყენა დაზიანება, როდის,“- განაცხადა ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ.

მედიასთან განცხადება მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ გააკეთა.

„თუ ამ ბრალდებულმა ჭეშმარიტება არ ისაუბრა, ჩათვალეთ, რომ 11 ჭრილობა არის მის კისერზე, რომელიც, მინიმუმ, 12 წელს ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სრული ჭეშმარიტება უნდა ისაუბროს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები