10 დეკემბერი 2018,   13:57
ვრცლად
„იბერიის“ პასუხი ხელფასების გაუცემლობის გამო გაფიცულ თანამშრომლებს - არხის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა 

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურმა დროებით მუშაობა შეაჩერა.
დღეს ოპერატორების ნაწილი გაიფიცა და გადაღებაზე საერთოდ არ გავიდა. დირექტორთან შეხვედრის შემდეგ კი გაირკვა, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ. ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს მემონტაჟეების ნაწილი. ოპერატორების გაფიცვის მიზეზი კი კომპანიაში ბოლო თვეებში შექმნილი ფინანსური პრობლემები და სახელფასო დავალიანებები გახდა. ჟურნალისტებს კი განუცხადეს, რომ ისინი სხვა გადაცემებში გადანაწილდებიან.

„ეს დღეები ითხოვდნენ თანამშრომლები ხელფასის ჩარიცხვას. კუთვნილი ხელფასის, რომელიც ეკუთვნოდათ იმიტომ რომ უკვე იმუშავეს. არ ჩაირიცხა ხელფასი. ამის გამო არ გავიდნენ გადაღებებზე. არხმა გამოაცხადა რეორგანიზაცია. სიტყვიერად თქვეს, რომ გათავისუფლებულები ხართ და რეორგანიზაცია გამოცხადდა თორემ  გათავისუფლების ფურცელი ხელში არავისთვის არ მიუციათ. შესაბამისად, არ ვიცით რა გველის. ვმუშაობთ არ ვმუშაობთ. ხელფასი დაირიცხება, არ დაირიცხება,“-განაცხადა „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა გიორგი ჯიბღაშვილმა

დღის ამბები