25 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
გია კორკოტაშვილი და გიორგი გაბედავა პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა

შსს-მ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავა.

სამართალდამცავებმა „თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა. 

შსს-ის ინფორმაციით, ჯამში, 4 პირია გამოკითხვაზე გადაყვანილი.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაყვანილები არიან გია კორკოტაშვილი და გიორგი გაბედავა.

 

დღის ამბები