18 ივლისი 2018,   03:26
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ამ დროისათვის „ქართული მარშის" წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.

ცოტა ხნის წინ კი სამართალდამცველებმა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრი გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. "ქართული მარშის" წევრის დაკავებას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა. 

 

დღის ამბები