23 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
უინძორში საზეიმო პროცესიის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

უინძორში სამეფო ქორწილისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ქალაქის მთავარ ქუჩაზე საზეიმო პროცესიის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

უინძორის სასახლიდან ეკლესიამდე სამეფო წყვილის ეტლი ჩაატარეს, რომელსაც სამხედროები მიაცილებდნენ. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვარს ორ დღეში დაიწერენ.

პრინცის საცოლემ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ცერემონიას მამამისი არ დაესწრება.

სამეფო ქორწილისთვის უინძორში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. სასახლესთან მთელი მსოფლიოდან ჩასული თაყვანისმცემლები იკრიბებიან. ვარაუდობენ, რომ 19 მაისს უინძორის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვა. 

დღის ამბები