22 მაისი 2018,   10:20
ვრცლად
"ოფისის ქირას 1000 ლარს ვიხდით მე და კონსტანტინე მორგოშია" - სანდრო ბრეგაძე "გამჭირვალობა საქართველოს" პასუხობს

„ორგანიზაციებს, რომლებიც კუდიანებზე ნადირობით არიან დაკავებული, გადაეცით ჩემგან, რომ ყურადღება მიაქციონ იმ ფონდებს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალ ასეულ ათასიან დაფინანსებებს ღებულობენ ნარკოპოლიტიკის განვითარებისთვის,“- ასე პასუხობს "ქართული მარშის“ ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“.

ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ნეონაცისტური ჯგუფების წარმომავლობასა და მათ შესაძლო დამფინანსებლებზე, რომელიც შესაძლოა რუსეთი იყო.

დიმიტრი ლორთქიფანიძის მსგავსად, რუსულ დაფინანსებას უარყოფს სანდრო ბრეგაძეც და ამბობს, რომ ის საკუთარ ფულს იხდის. მისივე თქმით, ორგანიზაციას ასევე კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს.

„არაფერი არ არის ამაში დასამალი. ბატონი კონსტანტინე გახლავთ ბიზნესმენი და ჩვენი ხელიდან ფინანსდება. ეს არის დაახლოებით 1000 ლარი ოფისის ქირა, საიდანაც 400 ლარს მე ვიხდი ყოველ თვიურად, 600 ლარს იხდის ბატონი კონსტანტინე. რაც შეეხება პიროტექნიკას, ამასაც ჩვეულებრივად ჩვენი ჯიბიდან ვყიდულობთ. ეს არ არის ძვირი,“-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.  

დღის ამბები