25 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ - მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია

მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადამიანთა თვით ორგანიზებული ჯგუფი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სწორედ მთავრობის კანცელარიასთან საღამოს 7 საათისთვის გეგმავს.

ლგბტ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაანონსებული აქცია ფაშისტური და აგრესიული ჯგუფების მუქარის გამო ოფიციალურად გააუქმა, თუმცა ადამიანები საკუთარი ინიციატივით მაინც შეიკრიბებიან და ამბობენ, რომ მუქარის მიუხედავად, მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება უნდა მიეცეთ.

დღის ამბები