25 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
„ქართული ნეონაციზმის მართვა ხდება სწორედ რუსეთიდან" - სალომე სამადაშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, „ქართული ნეონაციზმის ანატომია“, "ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ნეონაცისტური ჯგუფები ფინანსდებიან სწორედ რუსეთიდან, რისი ეჭვიც ანგარიშშია გამოთქმული.

სამადაშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

„ამ ჯგუფების მართვა ხდება სწორედ რუსეთიდან დაფინანსებული ფინანსური სახსრებით. ასევე რუსული ტექნოლოგიებით. და სამწუხარო ის არის, რომ გასული წლების მანძილზე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს ჯგუფები გაძლიერდნენ. მათ წინააღმდეგ რეალურად არანაირი პოლიტიკა არ ტარდება და ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ფაქტიურად გასული წლების მანძილზე მათ მოიკრიბეს ძალა, გაძლიერდნენ და დრეს ბევრად უფრო აქტიურ ზეგავლენას ახდენენ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაზეც, საზოგადოებრივ აზრზეც, ვიდრე ეს შეიძლებოდა, რომ ჩვენ წარმოგვედგინა და დაგვეშვა. დღეს რეალურად საქართველო დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის  წინაშე,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ნეონაციზმის ანატომია“- ამ სახელწოდებით „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ნეონაცისტური ჯგუფების შესაძლო დამფინანსებლებს და ამ ჯგუფებთან დაკავშირებულ პირებზე.

ორგანიზაციის წევრები კვლევაში აღნიშნავენ, რომ ეს ჯგუფები გამოირჩევიან აგრესიით ლიბერალური ძალების მიმართ. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს რუსეთის ფაქტორზე, როგორც ამ ჯგუფების შესაძლო ფინანსურ წყაროზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები