19 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
დასახლებაში წყლის შეყვანის მოთხოვნით, ე.წ. შინდისის აგარაკების მცხოვრებლებმა პროექტ "პანორამა თბილისამდე" მისასვლელი გზა გადაკეტეს

ე.წ. შინდისის აგარაკების მცხოვრებლებმა თაბორის მთაზე პროექტ "პანორამა თბილისამდე" მისასვლელი გზა გადაკეტეს. ისინი დასახლებაში წყლის შეყვანას ითხოვდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ასამდე ოჯახს წლებია სასმელი წყლის გარეშე უწევს ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ გოლფის მოედნებისთვის განკუთვნილი წყლის რეზერვუარი სწორედ შინდისის ტერიტორიაზე შენდება.

წყალმომარაგების კომპანია "Georgian Water and-ის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ წყალს დასახლებაში იმ შემთხვევაში შეიყვანენ, თუ ადგილობრივებისგან შექმნილი ამხანაგობა მილების დაქსელვისთვის საჭირო თანხას გადაიხდის.

დღის ამბები