20 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
"მიმდინარეობს ამ ჯგუფების სიმბოლიკების შესწავლა" - ეკა ბესელია ნეონაცისტურ ჯგუფებზე

ნეონაცისტურ ჯგუფებისა და ხელისუფლების კავშირზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს მმართველი გუნდი ეხმაურება. ეკა ბესელია განცხადებებს აბსურდულს უწოდებს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის ბრალდება და მერი არაფერი.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ანგარიშს, რომელიც ქვეყანაში ნეონაცისტური ჯგუფების გააქტიურებას ეხება, ეკა ბესელიას განმარტებით, მიმდინარეობს მათი სიმბოლიკების შესწავლა, რის შემდეგაც შესაბამისი უწყება მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

„მსგავსი ორგანიზაციები ვის მიმართაც არსებობს კითხვები, მე როგორც მოვიძიე ინფორმაცია და დავსვი ეს კითხვები ვიცი, რომ  შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. ანუ უნდა იყოს შესწავლილი სიმბოლიკები თუ ატრიბუტები თუ ა.შ. რაზეც არის ბოლო დღეებში საუბარი. ეს არის თუ არა ის შემთხვევა, რომელიც კანონით პირდაპირ არის აკრძალული. იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში განცხადებები კეთდებოდა მაგრამ რეალურად რეალობასთან ის არ იყო ახლო. რაც შეეხება კითხვას -ხელისუფლებასთან არიან თუ არა კავშირში ეს ორგანიზაციები, ეს არის მხოლოდ ბრალდება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

„ქართული ნეონაციზმის ანატომია“-ამ სახელწოდებით „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშში  საუბარია ნეონაცისტური ჯგუფების შესაძლო დამფინანსებლებს და ამ ჯგუფებთან დაკავშირებულ პირებზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ჯგუფები გამოირჩევიან აგრესიით ლიბერალური ძალების მიმართ. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს რუსეთის ფაქტორზე, როგორც ამ ჯგუფების შესაძლო ფინანსურ წყაროზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები