19 აპრილი 2024,   02:08
ვრცლად
ხელისუფლებას არის მათი თანამოაზრე - ირაკლი აბესაძე ნეონაცისტების გააქტიურების საფრთხეზე საუბრობს

ნეონაცისტური ჯგუფების გააქტიურებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი აბესაძის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები ბოლო წლებია ღიად გამოხატავენ აგრესიას, არღვევენ კანონს, თუმცა ამ შემთხვევებზე ხელისუფლება რეაგირება არ ხდება, რაც მათ გაძლიერებას ხელს უწყობს.  

„სამწუხაროდ, დღეს არსებული კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში ძალადობენ საზოგადოებაში, წლების განმავლობაში არ ერიდებიან საჯაროდ დანაშაულის ჩადენას, ძალადობას,  ღიად აგრესიის გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან რჩებიან დაუსჯელი. ეს მომავალში რა თქმა უნდა წარმოშობს საფრთხეს ასეთი ჯგუფების გამრავლების და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არანაირ კონკრეტულ და ეფექტურ ნაბიჯს ამ მოქმედებების ასალაგმად არ დგამს, რაც პირდაპირ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ მოწონს მათი ქმედებები, არის მათი თანამოაზრე,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები