20 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
ბრძოლა ჰომოფობიის წინააღმდეგ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები იკრიბებიან

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციისთვის ემზადებიან. 

მოქალაქეები ნეონაცისტების და ფაშისტების მუქარის მიუხედავად, აქციას მაინც გამართავენ და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ადგილზე, ჯერჯერობით, აქციის მონაწილეების მხოლოდ მცირე ჯგუფები იმყოფება.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების ხელშეწყობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობა 17”-ის ხელმძღვანელი. ნინო ბოლქვაძის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა რეპრესიულია. 

„ბოლო 5 დღის გამავლობაში, ხელისუფლებამ აწარმოა რეპრესიული პოლიტიკა და აქედან გამომდინარე ქმედებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ეს ქმედებები მიმართული იყო ისედაც სტიგმატიზებული ჯგუფების ჩაგვრისკენ. ხელი შეუწყონ იმ დაჯგუფებებს, რომლებიც არიან ძალადობისკენ მოწოდებებით, რომლებიც არიან, ასე ვფიქრობ, ხელისუფლებისვე დაორგანიზებულები და ხელისუფლების ხელშეწყობით ახორციელებენ სტიგამატიზებული ჯგუფის წარმომადგენლებზე თავდასხმას,“ - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციას გმობენ. მათი თქმით, აქციაზე სწორედ ამის გასაპროტესტებლად მიდიან და ხელისუფლებას ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. 

დღის ამბები