25 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
„ძირს ფაშიზმი! ძირს ჰომოფობია!“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიწყო

„ძირს ფაშიზმი, ძირს ჰომოჰობია“  - ამ ლოზუნგით, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიწყო.

შეკრებილები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. აქციაზე იმყოფება თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე პოლიტიკური პარტიების ნაწილი და ლგბტ თემის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფება ჰოლანდიის ელჩიც.

შესაძლოა აქციის მონაწილეების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან აქციაში მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გეგმავს. 

ისინი თბილისის ერთ-ერთ უბანში იკრიბებიან, საიდანაც მოხდება მათი მთავრობის ადმინისტრაციასთან ორგანიზებულად მიყვანა.  

დღის ამბები