20 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
პრინც ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2 დღეში იქორწინებენ 

პრინც ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი დედოფალი ელიზაბეტის თანხმობით ვინსდორის ციხე-სიმაგრეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში 2 დღეში იქორწინებენ.

ქალაქში კი სამეფო ქორწილისთვის სამზადისი, თითქმის, დასრულებულია.

ვინსდორის ქუჩები სადღესასწაულოდ ბრიტანეთის დროშებში მოაწყვეს.

ჟურნალისტების რაოდენობა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ვინსდორში მართლაც შთამბეჭდავია.

გლობალური მასშტაბის სამეფო ქორწილიდან სამახსოვრო სუვენირი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია დღეს ბრიტანეთში.

შაბათს ქალაქში 100 დან 200 ათასამდე სტუმარს ელოდებიან. ამ დღეს თვითმფრინავებს ვინსდორის თავზე საჰაერო სივრცის გადაკვეთა აეკრძალებათ.

მეგან მარკელისა და პრინც ჰარის ქორწილი იქნება ყველაზე მასშტაბური კულტურული მოვლენა, რომლისთვისაც ვინსდორის ოდესმე უმასპინძლია.

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები