აქცია რუსთაველზე - ე.წ. ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა.
სანდრო ბრეგაძის განცხადებით, აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ სამართალდამცავები ყველა დაკავებულს არ გაათავისუფლებენ.
დღეს აქციის მონაწილეებსა და რიგით მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ შემთხვევაში გახდა განსხვავებული თმის ფერი, რის გამოც აქციის მონაწილეები გამვლელს გაეკიდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
პოლიციის განყოფილებაში ბოლო მონაცემებით 41 პირია გადაყვანილი. 36 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 5 კი რადიკალთა მოძრაობის ლიდერია.