25 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
„მიხარია, რომ აქ ვარ და გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან აქ" - ჰოლანდიის ელჩი ჰომოფობიასთან ბრძოლის აქციაზე იმყოფებოდა

„მიხარია, რომ აქ ვარ და გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან აქ და ყველა ერთად აღვნიშნავთ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს,“- ეს განცხადება, ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში, იოჰანეს დუმამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გააკეთა, სადაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. 

„მეორე მიზეზი რატომაც მოვედი, არის შეგრძნება, რომ უსაფრთხოება არ არის დაცული. ეს ასე არ უნდა იყოს, ხალხი თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა გრძნობდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს შევძლებთ, თავისუფლად ვიზეიმოთ ეს დღე ქართველებთან ერთად,“- განაცხადა იოჰანეს დუმამ.

დღის ამბები