18 აპრილი 2024,   22:48
ვრცლად
ფაშისტურ სიმბოლიკა - სუს-ი "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრებს აფრთხილებს 

პოლიციის სამმართველოში "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრების გამოკითხვა გრძელდება. ამჯერად გამომძიებლების შეკითხვებს ნეონაცისტური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჭელიძემ უპასუხა.

ფაშისტური მოძრაობის წევრის განცხადებით, კითხვები ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდებოდა. ბრალი, კი რომელიც მისი და მისი თანამოაზრეების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებას ეხება, აბსურდია.

„როგორც წინა საქმეზე თითქოსდა იყო ჯგუფური ძალადობის მუქარა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. იყო დამატებითი კითხვები ამასთან დაკავშირებით, რასაც ამომწურავი პასუხები გავეცი. ასევე იყო ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები,“-განაცხადა საქართველოს ეროვნული ერთობის მეთაურმა გიორგი ჭელიძემ.

ფაშისტურ ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაფრთხილების წერილს უგზავნის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ეროვნული ერთობის წარმომადგენლები ფაშისტურ სიმბოლიკას გამოიყენებენ, მათ წინააღმდეგ თავისუფლების ქარტიის კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

გიორგი ჭელიძის ადვოკატი განცხადების ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ქართული ბორჯღალი და ბონური ჯვარი, არც ერთი არ არის კანონით აკრძალული. აქ თუ ვინმე ხედავს სადმე სვასტიკას თქვა, თუ არა და თქვენი ტელევიზიების საშუალებით მოიხადონ ბოდიში. თუ არა და  ჩვენც მივმართავთ ადვოკატურ ზომებს,“-აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი.

 

დღის ამბები