25 აგვისტო 2019,   16:15
ვრცლად
სამართალდამცველებს კორკოტაშვილთან კითხვები ფინანსური შემოსავლებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ - ზაზა სვანაძე

გია კორკოტაშვილს სამართალდამცველები 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ. კორკოტაშვილი საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა, მან პოლიციის განყოფილება სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

კითხვების შინაარსის ნაწილი, რომელიც სამართალდამცველებს მასთან ჰქონდათ, მედიასთან ზაზა სვანაძემ გაასაჯაროვა.

სვანაძე, რომელიც აქციაზე კორკოტაშვილთან ერთად დააკავეს, ასევე რამდენიმე საათის განმავლობაში, გვერდით ოთხაში იკითხებოდა. ის ჰყვება, რომ გამომძიებლები აქციის გარდა, გია კორკოტაშვილის ფინანსური შემოსავლებითაც იყვნენ დაინტერესებულები.

გუშინ „ქართული მარშის“ ათობით თანამოაზრე დააკავეს. ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით აიყვანეს.

„გია კორკოტაშვილთან ვწერდი ინტერვიუს. ონლაინ ტრანსლირება ხდებოდა ინტერნეტის საშუალებით, ე.წ. ლაივი იყო. შუა რუსთაველზე გამიტაცეს, მკლავში ამომდეს ხელი, ოთხმა ადამიანმა ჯიპის ტიპის ავტომობილში ჩამსვა და მომიყვანა აქ.

შემოსავლებზე ეკითხებოდნენ გია კორკოტაშვილს, საიდან თანხა ორგანიზაციის - ამ მიმართულებით ეკითხებოდნენ. აქციებთან დაკავშირებითაც ეკითხებოდნენ, აშკარად სახელმწიფო ნერვიულობს,“-აცხადებს სვანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები