24 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
კორცხელის ინციდენტი - საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში, კორცხელში მომხდარი ინციდენტის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ჩვენებას სავარაუდოდ ნიკა მელია მისცემს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრებს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიზირებულია და სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ელოდებიან.

„კორცხელში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ხელისუფლების ძირითადი ინსტრუმენტი ეს არის ძალადობა. კეთილი ნება იმისა, რომ ინციდენტი კორცხელში რეალურად იქნას გამოძიებული და ხელისუფლების მიერ მობილიზებული ყველა მოძალადე დაისაჯოს, რა საკვირველია ხელისუფლებას არ გააჩნია,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი ექვს პირს აქვს წაყენებული.

დღის ამბები