18 ივლისი 2018,   02:55
ვრცლად
"ლგბტ პირები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, როგორც ყველა დანარჩენი პირი" - ევროპის საბჭო 

17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის გაუქმებას ევროპის საბჭო ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების გამოხატვა.

ევროპის საბჭოს პრესმდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები, უსაფრთხოების არ არსებობის მიზეზით შეწყდა.

"ლგბტ პირები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, როგორც ყველა დანარჩენი პირი"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები