გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემისა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხებს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხს. ასევე განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს,"-განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძემ.