16 ოქტომბერი 2018,   00:24
ვრცლად
აგვისტოს ომი, კოდორის, ახალგორის ჩაბარება, ეს უკავშირდება წინა ხელისუფლებას... არაფერი მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს - ინაშვილი 

„ქალბატონ ადას არაფერი განსხვავებული არ უთქვამს, რაც არ წერია და არ არის ასახული ტალიავინის ცნობილ დასკვნაში,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა, ირმა ინაშვილმა თანაპარტიელების რუსეთის დუმაში ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

ირმა ინაშვილი ადა მარშანიას განცხადებას ეხმაურება, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, წინასწარ დაწერილ ტექსტში საბრალდებო დასკვნა ამოიკითხა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

ირმა ინაშვილის თქმით, აგვისტოს ომი, კოდორის და ახალგორის ჩაბარებაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა. ინაშვილი ამბობს, რომ ადა მარშანიას მოღალატეობრივი განცხადება არ გაუკეთებია.

„ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ აგვისტოს ომი, კოდორის ჩაბარება სამარცხვინოდ, ახალგორის ჩაბარება, ეს უკავშირდება წინა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენელს, მათ შორის, ბატონ ბოკერიას, რომელმაც სამარცხვინოდ გააჩუქა კოდორი, სადაც საომარი მოქმედებები, სხვათა შორის არ მიმდინარეობდა, ისე მოხდა კოდორის ჩაბარება და ახალგორიც. ამიტომ არაფერი განსხვავებული და მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა,

ამავე თემაზე
დღის ამბები