16 ოქტომბერი 2018,   00:25
ვრცლად
ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ - გიგი წერეთელი

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი პოლიტიკოსები, მით უმეტეს, საქართველოს პარლამენტის წევრები იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს.

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები ზუსტად იმეორებენ იმ განცხადებებს, რომელსაც რუსული მხარე აკეთებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს საკითხები უნდა შეახსენონ მათ და კიდევ ერთხელ უნდა განუცხადონ პრინციპულად, თუ ისინი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს ასეთი პოლიტიკა და საქართველოს მიმართ ეს მოქმედებები უნდა იყოს აბსოლუტურად სხვანაირი, ვიდრე ეს არის დღეს,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, წინასწარ დაწერილ ტექსტში საბრალდებო დასკვნა ამოიკითხა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები