23 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობა და სასწავლო ცენტრი იხსნება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობა და სასწავლო ცენტრი ამ წუთებში იხსნება.

ცერემონიას ეკონომიკის მინისტრთან და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერი ესწრება.

„მეამაყება, რომ 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის რანგში მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო ინდუსტრიის განსავითარებლად,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები