20 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
მოსკოვი რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს 

მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა, ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სათანადო მომზადება სჭირდება“, - აცხადებს კარასინი.

გიორგი მარგველაშვილმა პუტინთან შეხვედრის ინიციატივის  შესახებ ორი დღის წინ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს დროს, როდესაც რუსეთის ლიდერი მას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება და არა როგორც "ძერჟავის" ლიდერი.

დღის ამბები