24 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
"შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს" - სოფიო ქაცარავა პუტინსა და მარგველაშვილს შორის შესაძლო შეხვედრაზე საუბრობს 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას  ეხმაურება, რომელიც რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას ეხება. 

გრიგორი კარასინმა საქართველოს პრეზიდენტის სურვილზე ისაუბრა და თქვა, რომ პუტინი-მარგველაშვილის შეხვედრა გამორიცხული არ არის, თუმცა მას მომზადება სჭირდება. 

სოფიო ქაცარავა ამბობს, რომ შეხვედრა საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ შეხვედრას ექნება კონკრეტული მიზანი. 

ქაცარავა ამბობს, რომ შეხვედრის შემთხვევაში საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით უნდა შედგეს.

„ეს კონკრეტული მიზანი არის, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები და თუ გადაიდგმება მცირე ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვხედავთ, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან წინაპირობა ამისთვის, ჯერჯერობით, არ არსებობს,“ - განაცხადა ქაცარავამ.

გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი აქვს. გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვი რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა, შეხვედრას მომზადება სჭირდება.

დღის ამბები