23 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
მთავრობას არ გააჩნიათ ხედვა, გეგმა, რომ მიაღწიონ გარღვევას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დეოკუპაციის საკითხზე - გიორგი კანდელაკი

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პასუხს ეხმაურება.

გიორგი კანდელაკი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს კონკრეტული გეგმა არ აქვს. კანდელაკის თქმით, მმართველმა გუნდმა დეოკუპაციის საკითხი დააჩქარონ.

„ისიც არ არის მთავარი პრობლემა, რომ რამდენად აქვს საქართველოს პრეზიდენტს ჩვენს კონსტიტუციურ მოდელში წონა და უფლებამოსილება, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. მთავარი პრობლემა საერთო ჯამში, მაინც არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირებს, არ გააჩნიათ ხედვა, გეგმა და არც სურვილი და კომპეტენცია, რომ მიაღწიონ გარღვევას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დეოკუოპაციის და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ ამ შეხვედრას მომზადება სჭირდება.

გიორგი მარგველაშვილმა პუტინთან შეხვედრის შესახებ ინიციატივაზე  ორი დღის წინ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს დროს, როდესაც რუსეთის ლიდერი მას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება და არა როგორც "ძერჟავის" ლიდერი.

ამავე თემაზე
დღის ამბები