19 აპრილი 2024,   04:07
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაკავებული 15 წლის მოზარდის ოჯახი „რუსთავი2-თან“ პირველ კომენტარს აკეთებს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაკავებული 15 წლის მოზარდის ოჯახი „რუსთავი2-თან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დაკავებულის ბებია ამბობს, რომ შვილიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა და მომხდარი მხოლოდ ტელევიზიით, მისი დაკავების შემდეგ გაიგო.

„ჩვენ გავიგეთ ყველაზე გვიან ანუ დაგვირეკეს, რომ სერგუნა ტელევიზიით აჩვენეს და თავს დაესხა ერთ-ერთ გამომსვლელს, ძალიან შევშფოთდით. რომ გითხრათ, რომ ნანობდა, არ ნანობდა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ვუსაყვედურე. ყველა უფალმა გააჩინა და როგორ შეიძლება, მაგის გულისთვის დავსაჯოთ ადამიანები,“ - განაცხადა ძალადობაში ბრალდებულის ბებიამ, სვეტა კიკნაძემ.

15 წლის მოზარდმა გუშინ, კანცელარიასთან შეკრებილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ-ერთ მონაწილეს ხელი დაარტყა.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ადგილზევე დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად უკვე დაწყებულია.

გამოძიება მას ძალადობაში ადანაშაულებს, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები