22 აგვისტო 2018,   06:15
ვრცლად
უბნის ოფიცრების შესარჩევად 10 ივნისიდან კონკურსი გამოცხადდება - შს მინისტრი

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, რაც უნდა გახდეს პრევენციის ყველაზე სერიოზული ინსტრუმენტი - შს მინისტრი უწყებაში დაგეგმილ რეფორმებს პარლამენტარებს აცნობს.

მინისტრის თქმით, უწყებაში იგეგმება მთელი რიგი რეფორმები, მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა კრიმინალურ პოლიციაში არსებულ ხარვეზებსა და ამ ხარვეზების გამოსწორების გზებზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კრიმინალურ პოლიციაში რთული ვითარებაა, რის მაგალითადაც მინისტრმა დეპარტამენტში სპეციალიზაციის არ არსებობა მოიყვანა.

გიორგი გახარიას თქმით, უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი მთელი დატვირთვის იმუშავებს. თავად ტერმინი უბნის ინსპექტორი შეიცვლება და მას უბნის ოფიცრის სტატუსი ექნება.

„შექმნილი გვაქვს მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ასეთი გვჭირდება 365 ადამიანი, ოთხმოცის გადამზადება დაწყებულია. 10 ივნისიდან გამოცხადდება კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ვაკანსიის მისაღებად. უბნის ოფიცერი არის კრიმინალური პოლიციის კომპონენტი , რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა“-განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები