16 ოქტომბერი 2018,   00:25
ვრცლად
ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას - გიორგი გახარია

ქვეითი პატრულის კორპუსი - შსს რამდენიმე სიახლის განხორციელებას ორშაბათიდან იწყებს.

პარლამენტში გამოსვლის დროს, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურისტების რიცხვის ზრდა სამართალდამცავებისთვის სერიოზული გამოწვევაა, რადგან გარკვეული რისკები ჩნდება ტურისტების შემოსვლასთან ერთად.

მინისტრის თქმით, უკვე შემუშავებულია კონკრეტული მარშრუტები თბილისში, სადაც ქვეითი პატრული იქნება.

„საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება მას დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ, ჩათვალეთ ე.წ. რაღაც მსგავსი ტურისტული პატრულის, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება ეფექტური, მიეხმარება, როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქალაქს,“ - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ეფექტურად მუშაობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები