16 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
შს მინისტრის განცხადებით, კლუბური ნარკოტიკი ძირითადად თურქეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან შემოდის 

„მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეს საგამოძიებო ღონისძიება არის მხოლოდ დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები, იმ ქსელი გამოვლენის, რომლის (გამოვლენის) დიდი იმედიც გვაქვს“- ეს განცხადება შს მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

მინისტრმა მოხსენებისას ის მიზეზები განმარტა თუ რატომ გახდა აუცილებელი 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება. გიორგი გახარიას თქმით, საუბარია ქსელურ ტრაფიკზე, რომელის აღკვეთასაც უწყება ცდილობს.

„აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო, ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმიტომ რომ ძირითადი ტრაფიკი ამ კლუბური ნარკოტიკის მოდის იქიდან. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნის პარტნიორები და ევროპელი ქვეყნები, საიდანაც ძირითად ტრაფიკი მოდის“-განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, რომელი მეზობელ ქვეყანას გულისხმობს, მინისტრი ამბობს, რომ საუბარია თურქეთზე.

„მინდა ვეცადო , რომ შეგიქმნათ შინაგანი რწმენა, რომ ჩვენ მართლა გვქონდა და გვაქვს დასაბუთებული ეჭვი რომ ეს ყველაფერი არის სისტემური პრობლემა, ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის ქსელური, კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში მივყავართ ფატალურ შედეგამდე.

ჩვენ  ამ შემთხვევაში სხვა მოტივი არ გაგვაჩნდა, ჩვენ დავინახეთ რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი შეიძლება  იყოს გამოყენებული, როგორც პლატფორმა ეფექტური ნარკოვაჭრობის“- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქვეყანაში, სადაც კლუბური ინდუსტრია განვითარებულია.

მინისტრის განცხადებით, უწყებას სასამართლოს განჩინება არ ჰქონდა მხოლოდ ორ კლუბზე შესვლის შესახებ. გიორგი გახარია ამბობს, რომ სასამართლო განჩინება არსებობს სხვა კლუბებზეც და ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება.

„შსს ყოველთვის იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ შეზღუდავს ჩვენს ზონას, სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ. ის რომ ჩვენ საჯარო ინტერესიდან შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც ემზადებოდა კლუბში გასართობად. ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესი და შედეგი, რომელიც მოგვიტანა ამ ღონისძიებამ, ერთმნიშვნელოვნად არის უფრო მეტი“- განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები