22 აგვისტო 2018,   06:14
ვრცლად
საქართველოში განხორციელებულ სასამართლო რეფორმას აშშ-ის საელჩო ეხმაურება

საქართველოში განხორციელებულ სასამართლო რეფორმას აშშ-ის საელჩო ეხმაურება. ამერიკის საელჩო საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების კუთხით, მიიღონ გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო.

„ეს ჩარჩო  უნდა განსაზღვრავდეს  გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შემდგომში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის  ძალისხმევას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვის კუთხით. ჩვენ ვურჩევთ სამუშაო ჯგუფს, დაეყრდნოს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ სამოქმედო გეგმას რეფორმისთვის.

„ჩვენ მოვუწოდებთ სამუშაო ჯგუფს, შეიმუშავოს გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება მკაფიო და ობიექტურ საგამოძიებო პროცედურებსა და მტკიცებულების სტანდარტებს. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა  და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას,“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები