18 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
შსს-ს ძირითადი ფუნქცია არის აღრსულება, ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა არის კანონმდებლის პრეროგატივა - გიორგი გახარია

„ჩვენ ვართ შსს და ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის აღრსულება. ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა არის კანონმდებლის პრეროგატივა,“ – ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს გააკეთა.

შს მინისტრის თქმით, უწყება რამდენიმე კომპონენტში კანონმდებლობის გამკაცრების მომხრეა.

„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება და ეს პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, ერთმნიშვნელოვანად გასაღების კომპონენტში კანონმდებლობა არის გასამკაცრებელი, ისვე როგორც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შეძენა-შენახვის ნაწილშიც არის გასამკაცრებელი. იქ საადაც ინდივიდუალურ მოხმარებაზეა საუბარი, ჩვენ ვიყავით მზად და დღესაც ვართ მზად განვიხილოთ ჰუმანურობის ისეთი დონის ფორმები, რა დონისთვისაც ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ეკონომიკა არის მზად. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები