13 დეკემბერი 2018,   18:36
ვრცლად
თქვენ აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები მოატყუეთ... - "ნაციონალური მოძრაობა" მინისტრს ლოგიკურ განმარტებებს სთხოვს

რატომ მოიხადეთ ბოდიში აქციის მონაწილეების წინაშე? თქვენ მოატყუეთ ის ახალგაზრდები - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ შს მინისტრს.

გიორგი გახარია დღეს პარლამენტარების კითხვებზე საპასუხოდ მივიდა. როგორც მისი მოხსენების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, მინისტრმა დამაჯერებლად ვერ ისაუბრა იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ბოლო დღეებში უწყება დადგა.

“თქვენი მბრძანებლის მეორედ მოსვლისას მისი 20 წუთიანი გამოსვლა აღნიშნეთ 32 ტაშით დღეს ახალ სიმაღლეებს იპყრობთ. კვლავ გინდათ, რომ საქართველო გამოაჩინოთ გინესის დონეზე მსოფლიო არენაზე და როგორც ვატყობ გამოსლვის ბოლოს იტყვით 41 მადლობას.
ბატონი გიორგი, თქვენ მოისმინეთ მლიქვნელური მადლობები, მაგრამ სად არის თქვენი ბოდიში? რატომ მოიხადეთ ბოდიში ახალგაზრდების წინაშე აქციების მსვლელობისას, რა თქვენ მოახდინეთ თქვენი ბოდიშის დეზავუირება ამ ტრიბუნიდან?“- მიმართა გახარიას რომან გოცირიძემ.

12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და ძალის შესაძლო გადამეტება იყო ის მთავარი კითხვა, რომელის ირგვლივაც ოპოზიცია მინისტრისგან პასუხებს ელოდა.

„ყურადღებით გისმენდით, მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე რა საჭირო იყო კლუბებში შევარდნა იმ ამოცანების განსახორციელებლად, რომლებზეც ვთანხმდებით ყველა, რომ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის ეფექტიანი ბრძოლა ნარკობიზნესთან და იმედია, როდესაც პასუხს გასცემთ ჩვენს შეკითხვებს, იქ მაინც მოვისმენთ რაიმე ისეთ ახსნას, რომელიც ჩვეულებრივ ლოგიკას ექვემდებარება, აქამდე ვერაფერი მოვისმინე მსგავსი,“-მიმართა სამადაშვილმა მინისტრს.

დღის ამბები