20 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
ბერა ივანიშვილის კლიპი საერთოდ არ მინახავს და არც ფეისბუქი მაქვს - გახარია

"ამ რაღაც კლიპზე საერთოდ არ მინდა საუბარი რა. სასაცილო თემაა უბრალოდ," - ასე უპასუხა შს მინისტრმა კითხვას ბერა ივანიშვილის კლიპთან დაკავშირებით.

ოპოზიცია ხშირად საუბრობდა, რომ შს სამინისტრო ბერა ივანიშვილის კლიპებისა და განცხადებების მიხედვით მოქმედებდა.

ბერა ივანიშვილის განცხადებას ოპოზიციამ დაუკავშირა კლუბ ბასიანში სპეცოპერაცია, ხოლო ნარკოპოლიტიკის რეფორმის დაწყება ივანიშვილის კლიპს, სადაც ის მარიხუანის ლეგალიზების მოთხოვნაზე მღერის.

„კლიპზე იყო საუბარი. კლიპი ადრე ნახეთ თუ გვიან ნახეთო, საერთოდ არ მინახავს, რომ იცოდეთ და გამოძიება დავიწყეთ სამი თვით ადრე და საერთოდ, ფეისბუქიც არ მაქვს,“- განაცხადა შს მინისტრმა.

დღის ამბები