19 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
ამ ოპერაციებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო ასევე, პროპორციული - ირაკლი კობახიძე

„ამ ოპერაციებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო ასევე, პროპორციული. ეს რწმენა დღეს მე გამიმყარა იმ მოხსენებამ, რომელიც მოვისმინე,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შს მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის და პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს საკმაოდ კარგად იმუშავეს.

„ამ აქციებთან მიმართებით პოლიციამ იმოქმედა ზედმიწევნით კარგად და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი, გარდა სხვა ინდიკატორებისა, იყო იმედგაცრუებული ოპონენტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, ბატონი ნიკა გვარამიას სახე არ დაგვავიწყდება ჩვენ, მისი გაფითრებული სახე, როდესაც მშვიდობიანად დასრულდა ის მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა თბილისში, ამ დღეების განმავლობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები