25 აპრილი 2024,   04:46
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ცეცხლი 120 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

ცეცხლი შპალერების მაღაზიას სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გაუჩნდა და სრულად დაიწვა.

განადგურებულია ათასობით ლარის პროდუქცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე, უცნობია.

მაღაზიების მფლობელების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია. მათ ამ ეტაპზე მაღაზიებში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები