18 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
„შეგვჭამა ფაროსანამ" - ქვედა ბახვის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტიანია და წამალი, რომელიც სოფლებში დარიგდა, უკუშედეგს იძლევა.

„შეგვჭამა ფაროსანამ. ყველგან მოდებულია და არაფერი შეღავათი არ გვაქვს. მთავრობა ამბობს, ტელევიზორში აცხადებს, თანხა გამოყოფილიაო, მაგრამ ჩვენამდე არაფერი არ მოსულა,“ - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მაყვალა გოგოლაშვილმა.

დღის ამბები