25 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
„ხელები შორს ჩვენი საკუთრებისგან!“ - მცხეთელები 2015 წელს მიღებული მორატორიუმის გაუქმებას ითხოვენ

„ხელები შორს ჩვენი საკუთრებისგან!“ - ამ ლოზუნგით აქცია მცხეთაში გაიმართა. აქციის მონაწილეები 2015 წელს მიღებული მორატორიუმის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელება ეკრძალებათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მორატორიუმი 2018 წლის ბოლოს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა, ქალაქის გენგეგმა ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული, რის გამოც მორატორიუმი კიდევ ორ წელს გაგრძელდება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ მისცეთ საშუალება სამშენებლო სამუშაოების ჩატარების და შენობების ფასადების მოწესრიგების.

მცხეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რის შემდეგაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანიებმა გეგმა უნდა წარადგინონ. მერიაში აცხადებენ, რომ სწორედ კონკრეტული გეგმის წარდგენამდე გაგრძელდება მორატორიუმი.

დღის ამბები