20 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. თავდასხმა ქალაქ ჯალალაბადში სტადიონზე კრიკეტის მატჩის მსვლელობის დროს მოხდა.  

გავრცელებული ცნობით, ადგილზე სამი აფეთქების ხმა გაისმა. დაღუპულთა შორის ღონისძიების ორგანიზატორი და ლაგმანის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის მერის მოადგილეცაა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოძრაობა თალიბანმა მომხდართან კავშირი უკვე უარყო.

დღის ამბები