25 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია იწყება - მეგან მარკლი ტაძარში მივიდა

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამეფო ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრის, პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია იწყება.

პრინცი ჰარი ტაძართან თავის ხელისმომკიდესთან, კემბრიჯის ჰერცოგ უილიამთან ერთად, 20 წუთით ადრე მივიდა.

ყველაზე ბოლოს კი სამლოცველოში სამეფო ოჯახის წევრებიდან დედოფალი ელისაბედ მეორე შევიდა. მონარქმა თავის შვილიშვილსა და მის საცოლეს დღეს საქსესის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულიც მიანიჭა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ჯვარს კენტერ-ბერის არქიეპისკოპოსი დაწერს, რის შემდეგაც ქალაქის უძველეს ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

ტაძართან მეგანი დედასთან ერთად მივიდა, საკურთხეველთან კი მას პრინცი ჩარლზი მიაცილებს.

ძალიან მალე ცნობილი გახდება ის დეტალი, რასაც სამეფო ოჯახი ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდა, თუ რომელი დიზაინერის კაბა აცვია პრინც ჰარის რჩეულს.

დღის ამბები