20 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
ახლადდაქორწინებული სამეფო წყვილის პირველი კოცნა

ახლადდაქორწინებული სამეფო წყვილის პირველი კოცნა - ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ერთმანეთს წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს კიბეებზე აკოცეს.

წყვილს ტაძრის ეზოში შეკრებილი სტუმრები ოვაციით შეხვდნენ.

პირველი კოცნის შემდეგ პრინცი ჰარი და მისი მიუღლე ღია ეტლში ჩასხდნენ და უინძორის ისტორიულ ქუჩებში გაისეირნეს. ისინი ქუჩაში გამოსულ ათასობით თაყვანისმცემელს ხელს უქნევდნენ და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდნენ.

ნახევარსაათიანი მსვლელობის შემდეგ პრინცი უილიამი, რომელიც დღეიდან სასექსის ჰერცოგის ტიტულსაც ატარებს და მისი მეუღლე უინძორის სასახლეში დაბრუნდნენ, სადაც დედოფალი ელისაბედი ქორწილის სტუმრებისთვის მიღებას მართავს.

წვეულების დროს მეგან მარკლი სამეფო პატარძლების ტრადიციას დაარღვევს და სიტყვით გამოვა.

დღის ამბები