19 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
ციფრული თეატრი - პროექტი 3 ევროპულ თეატრს აერთიანებს და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება

კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ექსპერიმენტული დადგმისთვის ემზადება.

„დადგი შენი ქალაქი: ზიგმაგორა გიხმობს“ ინტერაქტიული თეატრალური წარმოდგენაა, სადაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მაყურებელი თავგადასავლის მონაწილე ხდება.

ევროკავშირის პროექტი „თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ 3 ევროპულ თეატრს აერთიანებს. ამ ექსპერიმენტული წარმოდგენის მონაწილე ქალაქ ნანსიში მაყურებელი უკვე გახდა.

კონცეპტუალური დადგმის ნახვას და დროში მოგზაურობას ქართველი მაყურებელი სექტემბერში, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, შეძლებს.

დღის ამბები