25 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
#მაჩვენესიყვარული - კამპანია „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციებისა და აქციების შემდეგ დაიგეგმა

„მაჩვენე სიყვარული“ - ამ გზავნილით სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი შეუერთდა. კამპანია „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციებისა და თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიგეგმა.

სოუ ფესტივალი მეგობარ არტისტებთან და ორგანიზაციებთან ერთად მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობას, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და აქტივისტებს.

"სისტემის უხეში  ძალადობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ,  ფესტივალი სოლიდარობისა და თანასწორობის კამპანიას იწყებს, მთავარი გზავნილით #მაჩვენესიყვარული". 

კამპანიას უკვე შეუერთდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ხელოვანები და ევროპული ინსტიტუციები, მათ შორის ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი. ასევე ლორენს ინგლიში, რობერტ ჰენკე, ფესტივალები: CTM Festival და Unsound festival…

#მაჩვენესიყვარული - კამპანიის ამ გზავნილის გარშემო გაერთიანდნენ სხვადსხვა სახელოვნებო სფეროს ქართველი წარმომადგენლებიც.

 

 

დღის ამბები