19 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
ოცდამეერთე საუკუნის მონები - ერაყში ლუკმა-პურის საშოვნელად წასული გურულები ტყვეობაში აღმოჩნდნენ

ოცდამეერთე საუკუნის მონები - ერაყში ლუკმა-პურის საშოვნელად წასული გურულები ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ტყვეობიდან გამოქცეული გოგონა კურიერს უყვება, რომ ერაყში წასვლამდე გაიცნო მამაკაცი, რომელმაც მას ცოლობა სთხოვა, გოგონა ქვეყნიდან გაიტყუა თავად აღმოჩნდა სქემის სათავეში.

რამდენიმე თვის გათხოვილი 20 წლის გოგონა ქმარმა ერაყში სამუშაოდ წაიყვანა იმ მიზეზით, რომ ვალებს გადაიხდიდნენ და საქართველოში დაბრუნდებოდნენ.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ჩასვლისთანავე ქმარმა პასპორტი წაართვა და ერთი წელი უცხო ქვეყანაში მძიმე ფიზიკურ შრომაში გაატარა.

გოგონა ყვება, რომ მძიმე ფიზიკურ შრომას ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობაც ემატებოდა. ერაყს თავი ცოტა ხნის წინ მოტყუებით დააღწია.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ტრეფიკინგისა და ძალადობის შესახებ პოლიციას უამბო, თუმცა, ამბობს, რომ თავს დაცულად მაინც ვერ გრძნობს. გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლის მიმდინარეობს.

20 წლის გოგონა ამბობს, რომ იქ საქართველოს ათობით მოქალაქეა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ. ამის შესახებ კურიერს ერაყიდან დაბრუნებული ქალები თავადაც უყვებიან.

უფლებადამცველები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ დღეს ეს პრობლემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია და გამონაკლისი არც საქართველოა. ხელისუფლება ტრეფიკინგის მსხვერპლ საქართველოს მოქალაქეებს ვერ იცავს.

ერაყიდან დაბრუნებული ქალები ყვებიან, რომ ხშირად საქართველოს მოქალაქეები. დამსაქმებლებისგან მოტყუებულები, გასამრჯელოს გარეშეც კი რჩებიან, თუმცა, კუთვნილის დაბრუნებასა და უფლებების აღდგენაში დამხმარე არავინ ეგულებათ. 

 

 

 

ავტორი: ლადო მენაბდე 

დღის ამბები