24 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
ლელა წურწუმია ხვალ სოლო კონცერტს გამართავს

ლელა წურწუმია მესამე სოლო კონცერტისთვის ემზადება. საღამომდე ზუსტად ერთი დღე დარჩა. ქართული ესტრადის პრიმა მაყურებლისთვის, კარგად ნაცნობი სიმღერების გარდა, ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს. შედგება რამდენიმე პრემიერა. ძველი სიმღერები განსხვავებულადაც გაჟღერდება.

ლელასთან ერთად სცენაზე მთელი კონცერტის განმავლობაში ჯგუფი ლენდიც იქნება. საღამოს მთავარ გმირს მისი მეგობრებიც შეუერთდებიან. კიდევ უფრო მეტ მასშტაბურობას კონცერტს დავით მაზანაშვილი და მისი ორკესტრი შესძენს.

მთავარი რეჟისორი დათო დოიაშვილია, სცენის დიზაინი კი ვანო ჭელიძეს ეკუთვნის.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლელა წურწუმია მსმენელს საღამოს 8 საათზე შეხვდება.

დღის ამბები